სტატიები

ალკოჰოლი და სახელმწიფოს პოლიტიკა (სამართლებრვი ნორმების ანალიზის საფუძველზე).

  მოგეხსენებათ, რომ საქართველო ღვინის უძველესი ქვეყანაა სადაც გავრცელებულია არაერთი ვაზის ჯიში, ხოლო ღვინის მოხმარებას აქვს ტრადიცული სახე და ეს ალკოჰოლური სასმელი პრაქტიკულად, ყოველდღიურად გამოიყენება. მიუხედავად ამგვარი პოპულარობისა სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და აღმოფხვრას ის რისკები რაც ალკოჰოლური სასმელების მოხმარებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

ამ კუთხით სახელმწოფოს მხრიდან ტარდება გარკვეული ღონისძიებები, მოქმედებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც პირობითად ქმნიან ოთხ სისტემურ მიმართულებას. კერძოდ:

1.სამართლებრივი აქტები , რომელებიც არეგულირებენ ალკოჰოლური სასამელების დამზადების საკითხებს. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონი ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის, განვითარება, კონკურენტუნარიანი ყურძნის, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება და რეალიზაცია, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვა. მითიებული კანონის საფუძველზე მიღებულია არაერთი კანონქვემდებარე აქტი რომლებიც ცალკეულ საკითხებს არეგულირებენ.

2. სამართლებრივი აქტები , რომლებიც მიზნად ისახავენ შეზღუდონ ალკოჰოლური სასმელების ფართო პროპაგანდა და ამ თვალსაზრისით დაიცვან მოსახლეობა განსაკუთრებით კი არასრულწლოვნები ალკოჰოლის რეგულარულად მოხმარებისგან (კანონი რეკლამის შესახებ და ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსი).

3. სამართლებრივი აქტები , რომლებიც იცავენ საზოგადოებას ალკოჰოლის მოხმარებისას წარმოშობილი საფრთხეებისგან (პოლიციის შესახებ კანონი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი).

4. საკანონმდებლო აქტები , რომლებიც აწესებენ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ალკოჰოლის მოხმარებისთვის ან/და ზრდიან პასუხისმგებლობას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ჩადენილი ქმედებისთვის.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ სახელწმიფო ერთის მხრივ ცდილობს დაიცვას საქართველოში ღვინის წარმოების ტრადიციები, ღვინის ხარისხი და, ამ თვალსაზრისით, საბოლოოდ მომხამრებელთა უფლებები, მეორეს მხრივ კი - მოქალქეების ჯანმრთლობა განსაკუთრებით კი არასრულწლოვნები ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისგან, ასევე საზოგადოებაში არსებული ზნეობის ნორმები და საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

არასრულწლოვნებთან მიმართებაში
ალკოჰოლის მოხმარების კონტროლის თავალსაზრისით მოქმედება შემდეგი შეზღუდვები:

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად არასრულწლოვნის დათრობა, ანდა მშობლის ან იმ პირის მიერ, რომელსაც ევალება არასრულწლოვნის მეთვალყურეობა, არასრულწლოვნის დათრობის არაღკვეთა −გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იმავე კოდექსის 171-ე მუხლით, ასევე აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების სმა სტადიონზე, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა და იმ ადგილებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელები ჩამოსხმით იყიდება, − ასეთი ქმედებისათვის გათვალისიწნებულია ჯარიმა 50-დან 150 ლარამდე ოდენობით. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ჯარიმა არასაკმარისად ჩაითვლება, − ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. განმეორებით იგივე ქმედების ჩადენის შმეთხვევაში პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

მითითებული სამართალდარღვევის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს შინაგან საქმეთა სამინისტოროს უფლებამოსილი პირ(ებ)ი ( პატრულის თანამშრომლები, ქვეითი პატრული ასკს-208-ე; 261-ე; 262-ე მუხლები).

ალკოჰოლის მოხმარებისას, მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, რადგან ხშირ შემთხვევაში იწვევს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, ასევე სხვა მძიმე შედეგებს.

სისხლის სამართლსი კოდექსის 275-ე და 276-ე მუხლებით პასუხისმგებლობის მაკვალიფიცირებელ გარემოებს წარმოადგენს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც მძიმე შედეგი (ჯანმრთელობის მაკლებად მძიმე, მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. სისხლისამართლებრივი თვალსაზრისით პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში წარმოადგენს მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა (არანებაყოფლობითი), სხვა შემთხვევაში ალკოჰოლური სიმთვრალე არ განიხილება პასუხისმგებლობის შემამსუმბუქებელ გარემოებად, ხოლო სსკ-ის 275-276 უხლების შესაბამიად კი მთვრალ მდგომარებაში მყოფის მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა მაკვალიფიცირებელ გარემოებად განიხილება. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობის დასაწყისი გადატანილია ალკოჰოლის მიღებამდე არსებულ მომენტზე. ამ კუთხით არ განიხილება არგუმენტები, რომ პიროვნება კარგად იტანდა სასმელს მაგრამ მერე რა დაემართა არ ახსოვს და ა.შ.

გამომდინარე იქიდან, რომ სიმთვრალის მიზეზით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევა სისხლისამართლებრივი თვალსაზრისით უკვე მძმე შედეგის მომტანია, სახელმწიფოს ძრითადი აქცენტი გადატანილია ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირების გამოვლენაზე ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიციის როლი. პოლიციას უფლება აქვს გამოავლინოს ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტები, ხოლო მთვრალ მდგომარებაში მყოფი პირი ჩამოაშოს მართვის უფლებას (პოლიციის შესახებ კანონის 18-ე მუხლის პირველ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი). ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმება ტარდება მძღოლის მიერ ალკოტესტის აპარატში ჰაერის უწყვეტი ნაკადის ამოსუნთქვის გზით. ალკოტესტის აპარატზე 0,3 და ნაკლები პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს მძღოლის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას. ალკოტესტის აპარატზე 0,3–ზე მეტი პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს მძღოლის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. მძღოლის მიერ აღნიშნული წესის შეუსრულებლობა ნიშანვს ალკოჰოლური შემოწმებისთვის თავის არიდებას (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერის ერთბლივი ბრძანების #1017/01-52ნ მე-3 მუხლი). ალკოჰოლურ სიმთვრალეზე შემოწმება და შემოწმებისთვის თავის არიდება პრაქტიკულად იწვევს ერთნაირ სამართლებრივ შედეგს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას; ბ) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. გარდა აღნიშნულისა იმავე მუხლის შესაბამისად აკრძალიულია წინასწარი შეცნობით მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პირსითვის ავტომობილის სამართავად გადაცემა. რაც ითვალისიწნებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.

ალკოჰოლის მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების და განსაკუთრებით არასრულწლოვანთა დაცვას ისახავს მიზნად ალკოჰოლური სასმელების რეკლმირების შეზღუდავა. კერძოდ რეკლამის შესახებ კანონის მე-8 მუხლი განსაზღვრავს, რომ ალკოჰოლიანი სასმელებისა რეკლამა, გავრცელების წესის მიუხედავად, არ უნდა ქმნიდეს შათაბეჭდილებას, რომ ალკოჰოლის გამოყენება ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივ თუ სპორტულ სარბიელზე წარმატების მიღწევას. რეკლამა არ უნდა ახდენდეს ალკოჰოლის გამოყენებისაგან თავის შეკავების დისკრედიტირებას. ამასთან, იგი არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მათი დადებითი სამკურნალო თვისებების შესახებ. აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გამზირებზე, ხიდებზე, მოედნებზე (და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 20 მეტრის ფარგლებში) და სატრანსპორტო საშუალებებზე. აკრძალულია ალკოჰოლიანი სასმელების რეკლამის მიმართვა უშუალოდ არასრულწლოვნებისადმი, აგრეთვე ასეთი რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება არასრულწლოვანთათვის გათვალისწინებულ კინო და ვიდეომომსახურებაში, რადიო- და ტელეგადაცემებში, ბეჭდვით გამოცემებში. აკრძალულია ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამის გავრცელება საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე მათგან 100 მეტრის რადიუსში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, კერძოდ: სპორტის ორგანიზაციებში ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამის გავრცელება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპორტის ორგანიზაცია (სტადიონი, სპორტული დარბაზი) მასპინძლობს ადგილობრივი (ეროვნული/ლოკალური) ან საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტულ ღონისძიებას (გარდა საბავშვო სპორტული შეჯიბრებისა). . ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამას, რომელიც შეიცავს ასეთი სასმელის ტარის გახსნილ მდგომარეობაში ან მისი მოხმარების პროცესის დემონსტრირებას, მოწოდებებს მისი გამოყენების შესახებ, უნდა ახლდეს გაფრთხილება: „ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება ვნებს ჯანმრთელობას“. ამასთანავე, იგი არ უნდა არღვევდეს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ, ეთიკურ და ეთნოფსიქოლოგიაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს. ამგვარ რეკლამაზე კონტროლს ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობა და კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155-ე მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევისათვის ამ კუთხით დაწესებულია პასუხისმგებლობა როგორც სავაჭრო ობიექტში (მათ შორის, რესტორანში, კაფესა და ბარში) არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების მოთხოვნის დარღვევისათვის ისე არასწრულწლოვანისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვისათვის. საყურადღებოა რომ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას ახდენს შსს უფლებამოსილ იპირები, რაც უფრო ეფექტური იქნება თუ ჩანაცვლდება ადგლობრივ ითვითმმართველობის ორგანოების მიერ.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს მხირდან გატარებულ იღნისძიებები მისასალმებელია და პროპორციულია იმ საფრთხესთან მიმართებაში რასაც შეიძლება ალკოჰოლის მოხმარება ქმნიდეს. პრობლემის მოგვარებაში პოლიციის ჩართულობა არასაკმარისად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებში თავად პოლიციელთა არასათანადო მოქმედების კუთხით. საბოლოოდ, ალკოჰოლის მოხმარების წინააღდეგ სახელმწიფოს მხირდან გატარებული ღონისძიებები შეიძლება შევადაროთ რამდენიმე გალავნით დაცულ ქალაქს სადაც ქალაქი საზოგადოების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა, ხოლო გალავნებად სახლემწიფოს სხვადასხვა ორგანოების ძალისხმევა, განმტკიცებული სამართლებრივი აქტებით.

ჩვენი მისამართები

საგარეჯო ერეკლე II №15 ოფისი №12

თბილისი აგლაძის №15 IV სართული ოფისი №1

საკონტაქტო ტელეფონები

  0(351) 24-10-10
  (+995) 598 966 664
  (+995) 599 13 20 38
  (+995) 599 85 10 76

სოციალური კავშირი