სტატიები

ოჯახში ძალადობა - შენელებული მოქმედების ნაღმი

,,ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვეევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.“

ალბათ ყველამ ისწავლეთ ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში საზეპირო, რომელიც ცოტა რთული დასამახსოვრებელი იყო ............ „ოდეს ყოფილ არს აქამომდე თუ-მცა დედათა და მამათა ერთად ეჭამა პური? და განყარა ხელი და ჭიქაი იგი პირსა შეალეწა და ღვინოი იგი დაითხია.“

,,მაშნ იწყო უჯეროსა გინებად ვასრქენ და ფერხითა თვისითა დასრთგუნვიდა მას; და აღიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა და თუალი ერთი დაუბუშტა და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდ და თმითა მიმოითრევდა; ვითარცა მხეცი მძვინვარე ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი“ (შუშანიკის წამება - იაკობ ცურტაველი 476-483 წ.წ.).

ეს მრავალი წლის წინათ მომხდარი ამბავია, ოჯახში ძალადობის კერძო შემთხვევა, რომელსაც ვსწავლობთ და შემდეგ შეიძლება არც გაგვახსენდეს არასდროს, თუმცა ასეთი შემთხვევები კვლავ გრძელდება დღემდე. მათი უმრავლესობა დაკეტილ კარს მიღმა ხდება და საზოგადოებისთვის მხოლოდ ერთეული ძალადობის ფაქტებია ცნობილი.

რა მექანიზმები არსებობს ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად? ყველაზე კარგი რჩევა ბიბლიაშია მითითებული. სადაც დაწერილია რომ:

,,28. ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს. 29. რამეთუ არავინ სადა თავი თჳსი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა, 30. რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ჴორცითა მისთაგანნი და ძუალითა მისთაგანნი. 31. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც. 32. საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა. 33. გარნა თქუენცა კაცად-კაცადმან თჳსი ცოლი ეგრეთ შეიყუარეთ, ვითარცა თავი თჳსი; ხოლო ცოლსა მას რაჲთა ეშინოდის ქმრისა.“ პავლე მოციქულის წერილი ეფესელთა მიმართ.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხირდან ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ დაცვით ღონისძებებს, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ მოქმედებს ოჯახში ძალადობის აღკვეთის სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციულსამართლებრივი და სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები. ძალადობის აღკვეთაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

საქართველოს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ განსაზღვრავს ძალადობის ცნებას. მითითებული კანონის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრებში მოიაზრება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი.

ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციისთვის გათვალისწინებულია დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემა ადმინისტრაციულსამსართლებრივი დაცვის მექანიზმის ფარგლებში.

1. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

2. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. შემაკავებელ ორდერს პოლიცია გამოსცემს ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირების დროს, როდესაც აშკარაა ფიზიკური ძალადობის ან ძალადობის მცდელობის ფაქტი.

დამცავი და შემაკავებელი ორდერები სავალდებულო აქტებია და მათი დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას

ჩვენი მისამართები

საგარეჯო ერეკლე II №15 ოფისი №12

თბილისი აგლაძის №15 IV სართული ოფისი №1

საკონტაქტო ტელეფონები

  0(351) 24-10-10
  (+995) 598 966 664
  (+995) 599 13 20 38
  (+995) 599 85 10 76

სოციალური კავშირი