სტატიები

ვალის აღიარება (სასამართლო პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე)

პრაქტიკაში ხშრია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ვალის აღიარების ,,ხელწერილს“ ადგენენ და რიგ შემთხვევაში ნოტარიულ დამოწმებასაც ითხოვენ ხოლმე. უმრავლეს შემთხვევაში ამგვარი ხელწერილის შედგენა მიზნად ისახავს ფულადი ვალდებულების არსებობის აღიარებას და მის გადახდაზე შეთანხმებას. არაა გამოირცხული, რომ მოთხოვნა რომლის საფუძველზეც ხდება ვალის აღიარების ხელშეკრულების შედგენა ხანდაზმულია და დავის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში სარჩელს წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია, თუმცა მას შემდეგ რაც პირი აღიარებს ვალს მეორე მხარეს წარმოეშვება შესრულების მოთხოვნის უფლება. ამგვარ შემთხვევაში არასათანადო არგუმენტია მითითება იმ ფაქტზე, რომ ვთქვათ მხარემ თანხა ხუთი წლის წინ ისესხა ვალი კი აღიარა 2017 წელს, მაშინ როდესაც მოთხოვნა უკვე ხანდაზმული იყო და მისი რეალიზაცია ვეღარ მოხდებოდა.

ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. ამდენად, ვალის არსებობის აღიარება თავად არის ხელშეკრულება.

პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება.

ვალის აღიარება დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, რომლის არსებობა მხარეებისათვის შეიძლება სადავოც კი იყოს. ვალის არსებობის აღიარება ქმნის ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომლის მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა.

ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც, სავალდებულოა მარტივი ან რთული წერილობითი ფორმის დაცვა. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას.

ჩვენი მისამართები

საგარეჯო ერეკლე II №15 ოფისი №12

თბილისი აგლაძის №15 IV სართული ოფისი №1

საკონტაქტო ტელეფონები

  0(351) 24-10-10
  (+995) 598 966 664
  (+995) 599 13 20 38
  (+995) 599 85 10 76

სოციალური კავშირი